საზაფხულო სიახლეები კომპანია ინოვა ჯორჯიაში
31ივლ

საზაფხულო სიახლეები კომპანია ინოვა ჯორჯიაში

მოგესალმებით, ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია “ინოვა ჯორჯიას”, მმართველი გუნდი ბაზარზე სს "ორბელი 91"-ის სახელით ავეჯის ბაზარზე 1991 წლიდან იყო წარმოდგენილი, დღეს მათ შექმნეს ინოვაციებისადმი მიმყოლი კომპანია "ინოვა ჯორჯია" და ეს ფირმა ავეჯის ინდუსტრიის სფეროში წარმატებით აგრძელებს  ოპერირებას. ჩვენი პროდუქტები და სერვისებია:
1. იტალიური ავეჯის დიზაინის პროგრამა „3 cad evolution”, რომლის მეშვეობითაც,შესაძლებლობა ექნება თქვენს დიზაინერს, დაამუშავოს თქვენთვის სასურველი ობიექტი, ასევე შეძლებს ავეჯის კონსტრუირებას, სხვადასხვა პარამეტრული კონფიგურაციით. რენდერისა და ნახაზის მიღებას, დეტმომზადებას, პროგრამული ჩარხებისთვისთვის დავალების შექმნას და განშლის მიღებას( ბმული: https://shorturl.at/jIPX2 )


2. ჩვენს უზარმაზარ შოურმში  (სამგორი, ქინძმარაულის ქუჩა №5)  ასევე ფეისბუქ ბოტის (Ino)-სა და ვებ-გვერდის: www.searchinnova.ge-ს მეშვეობით, რომელიც ამჟამად იქმნება, ყოველგვარი სირთულის გარეშე, შეძლებთ ავეჯის მასალის, აქსესუარების, ფურნიტურის, შეღებილი და გალაქული ავეჯის დეტალების და შპონირებული ფილების, ასევე კარის ჩარჩოების, საპირეების დარეზერვებას და შეძენას.  ამიტომ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ყველა ეს პროდუქტი,  მაშინვე შეგატყობინებთ.  

3. თქვენ, ჩვენთან თანამშრომლობით  შეძლებთ, პროგრამული ჩარხების მეშვეობით ნებისმიერი სირთულის საავეჯე დეტალის: დაჭრა, დაწიბოვება, პოლიურეთანის წყალგამძლე წებოთი და დახვრეტის ოპერაციების შესრულებას.  ( ბმული: shorturl.at/lmoW1 )

4. საქართველოში გამოიგზავნა, იტალიური ფურნიტურები, მათ შორის სალიჩეს ფირმის (SALICE) დიდი ასორტიმენტი,  რომელიც თავისი ხარისხით,  მდგრადობით და გამორჩეული დიზაინით, უკვე მრავალი წელია იპყრობს, ვიზიტორთა ყურადღებას. ( ბმული:  shorturl.at/lqOV0)  

5. ჩვენს საწარმოში, მიმდინარეობს იტალიური ფირმის სამღებროს მონტაჟი, სწორედ ეს ხაზი, ბოლო სიტყვაა ამ ტიპის ტექნოლოგიებში და აქვს ულტრაისფერი სხივებით შრობის ე.წ უვი სისტემა, რაც იძლევა მაღალ ხარისხს, ეკოლოგიურობასა და მაღალმედეგიანობას, წარმოებულ პროდუქტებში. 

თითოეული დეტალი დამზადდება ეკოლოგიურად სუფთა,  წყალზე დამზადებული იკო-ს (ICO) ფირმის მაღალი ხარისხის  ლაქ-საღებავებით. ( ბმული:  https://shorturl.at/dxyCO )


 6. ჩვენ ჩამოვიტანეთ, უახლესი დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც,  შპონის დაპრესვა და მისი შეკერვა, ძალიან ადვილია, შემდეგ კი ლაქ-საღებავების გამოყენებისას, დამატებითი ზუმფარის ქაღალდი ე.წ შკურკის) გამოყენება, საჭირო აღარ არის. ახლა მიმდინარეობს მისი მონტაჟი და სულ მალე იხილავთ, პირველ გამოშვებულ პროდუქტსაც. ამავე დროს,  სასურველი ნივთის დასამზადებლად, შეარჩევთ ძვირფასი ხის მერქნის ანათალსაც.

7. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ მუდმივად მიიღებთ, სარგებელს: ინდივიდუალურ ფასდაკლებებს,  ბონუსებს და აქციებს. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა, ის რომ ვმუშაობთ მინიფიქსებით და ევროვინტებით, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ავეჯი ყოველწლიურად ცვეთას განიცდის, დამზადებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი, მინიფიქსების მეშვეობით აწყობილი ავეჯი,  არ კარგავს თავის პირვანდელ სახეს და  რამდენჯერმე დაშლა-აწყობის შედეგადაც მედეგია. 

ჩვენ მალე შემოგთავაზებთ დამატების სერვისებსაც, ამიტომ სურვილი გვაქვს, შევხდეთ და დეტალურად გავიაროთ (B2B) მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით, კიდევ რა უპირატესობის მიღება შეგიძლიათ...

ჩვენი კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ვართ ინოვაციებისადმი მიმყოლნი, ვქმნით შესანიშნავ სამუშაო პლატფორმებს, ხოლო ავეჯის, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს ვეხმარებით დასახული მიზნების მიღწევაში. 

ამაზე მეტყველებს ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი დაკვეთა ალიანს ჯგუფისგან,  აჭარის ა.რ-ში, როდესაც კომპანია ინოვა ჯორჯიამ ქორთიარდ მერიოტში სასტუმროს ტიპის 250 აპარტამენტისთვის, ავეჯი დაამზადა. ჩვენ ვთანამშრომლობთ, მათთან ვისაც, მომხმარებლის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ყველაზე მეტად სურს. მთელს გუნდს გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს უკუკავშირს. ბედნიერი კვირა.

პარტნიორობის მსურველო კომპანიებო, გვინდა ყოველთვის გავცვალოთ  სასარგებლო ინფორმაცია, ამიტომ დაგვიტოვეთ აღნიშნულ ლინკზე: (ბმული https://shorturl.at/fkpHP)  თქვენი მონაცემები და 24/7-ზე მიიღებთ, თქვენივე საჭიროებაზე მორგებულ სიახლეს.   

მადლობა ნდობისთვის. 


https://www.facebook.com/InnovaGeorgia.official.1/
https://www.instagram.com/innovageorgia.official/
https://www.youtube.com/channel/UCVRXBZwh2tEdwVQ9Sv_Bvog
https://www.linkedin.com/in/innova-georgia-32227a190/


blog

ავტორის შესახებ

I.G

.

მსგავსი სიახლეები

blog
04აგვ

"SALICE"-ს ბრენდი საქართველოშია

 სალიჩეს იტალიური ბრენდი, საუკეთესო პოზიციებს იკავებს: ინოვაციის, ხარისხის, მომხარ...