"SALICE"-ს ბრენდი საქართველოშია
04აგვ

"SALICE"-ს ბრენდი საქართველოშია

 სალიჩეს იტალიური ბრენდი, საუკეთესო პოზიციებს იკავებს: ინოვაციის, ხარისხის, მომხარებელთა მომსახურების და ოპერაციების ეფექტურად წარმოების მხრივ. მათი წარმატების ეტალონია, ბაზარზე 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი სანდოობის მაჩვენებელი.   

 ისტორია არტურო სალიჩედან იწყება, რომლის გვარსაც ატარებს ეს ბრენდი, მან ჯერ კიდევ 20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო საავეჯის დარგში, საკუთარი ხაზის წარმოება. მისი შვილების, ჯორჯისა და ლუციანოს დიდი დამსახურებაა, საქმისადმი დიდი ინტერესი, შრომისმოყვარეობა და გამომგონებლობის ნიჭი. 

 რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1967 წლის 22 თებერვალს სალიჩემ, დაარეგისტრირა პირველი საერთაშორისო პატენტი. ეს ფაქტი ისტორიაში დარჩა, როგორც შეუდარებელი ტექნოლოგიური გარდასახვა მთელი ინდუსტრიისთვის. 

1975 წლიდან ბრენდმა დაიწყო აყვავება და ყველა სახის ინფრასტრუქტურამ ერთად მოიყარა თავი: ოფისი, საწყობები, კომპიუტერიზებული საექსპერტო ცენტრი და სხვა. თავად კომპანიის წარმომადგენლობითი ორგანო, განთავსებულია 60.000 კვ.მ მდებარე შენობის კომპლექსში, ის გარშემორტყმულია მწვანე ლანდშაფტით, 240.000 კვადრატული მეტრით.

 როგორც წარსულში, დღესაც კომპანია აგრძელებს, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების განახლებას, ტექნოლოგიური სისტემების გაუმჯობესებას, წარმოების პროცსის სრულყოფას და მონიტორინგს. 

საქართველოში კი, კომპანია "ინოვა ჯორჯია" არის ამ ბრენდის "SALICE"-ს, ოფიციალური წარმომადგენელი, პროდუქციის დასაჯავშნად გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე: (+995) 558 012 345 ირაკლი (Viber, WhatsApp);

2020 წლის სექტემბერში, ფუნქციონირებას დაიწყებს: www.searchinnova.ge (რომელიც თითოეულ მსურველს, ვინც დაინტერესებულია, ავეჯის, ფურნიტურის, აქსესუარების შეძენით, გაუმარტივებს საქმეს და სწორედ ისინი, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ სხვადასხვა ოპერაციის შესრულებას: მასალის მოძიებას, დარეზერვებას, ფასების დადგენას, ინდივიდუალური ფასდაკლებების ნახვას და პროდუქციის შეძენას. ეს იქნება პლატფორმა, გამორჩეული დიზაინით, ფუნქციონალით და ოპერაციების ავტომატური წარმოებით, რომლის ანალოგიც, მთელ ამიერკავკასიაში არ მოიძებნება.

მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხართ, ძვირფასო პარტნიორებო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თქვენი კომფორტისთვის. 


Tags

blog

ავტორის შესახებ

.

.

მსგავსი სიახლეები

blog
31ივლ

საზაფხულო სიახლეები კომპანია ინოვა ჯორჯიაში

მოგესალმებით, ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია “ინოვა ჯორჯიას”, მმართველი გუნდი ბაზარზე სს "ო...