ქორთიად მერიოტი, ალიანს ჯგუფის პროექტი, ბათუმში
16სექ

ქორთიად მერიოტი, ალიანს ჯგუფის პროექტი, ბათუმში

თუ კი ბარხატის ან სხვა ნებისმიერ სეზონზე აჭარაში მდებარე ულამაზეს ქალაქს ბათუმს ესტუმრებით, ის სულ სხვანაირი დაგხვდებათ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ დაათვალიერებთ ბევრად დახვეწილსა და გემოვნებით შექმნილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომელიც მნახველს აოცებს, თავისი მდიდრული, საინტერესო და მოხდენილი გარემოთი, სწორედ ასეთს მიეკუთვნება  "Courtyard Marriott  By Alliance Group in Batumi" რომელიც ალიანს ჯგუფის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია.

მოგზაურობა რკინიგზის სადგურიდან დავიწყოთ, სადაც 2 სართულიანი შატლის ტიპის მატარებელი მოძრაობს ქ.თბილისი ქ.ბათუმი და პირიქით. პირველივე რასაც შეამჩნევთ რკინიგზის სადგურის გამოსასვლელში უზარამზარი სტენდია, ალიანს ჯგუფის პროექტებისა, რომელიც ხორციელდება აჭარაში. როდესაც ქალაქის დათვალიერებას დავიწყებთ და გავემგაზვრებით ბათუმის ცენტრისკენ, გზად მრავალი გარე რეკლამის აბრა  შეგვხვდება ქუჩებში "Courtyard Marriott"-სა და მსგავსი პროექტების ჭრილში. ჩვენ უამრავ მწვანე სკვერს გავდივართ, შესანიშნავი პალმებითა და ურბანული განაშენიანების კუთხით მოწყობილს. ასევე ტროტუარებზე მიუყვება წითელი ზოლები, რომლებზეც ველოსიპედისტები და მოპედით მოსიარულე ადამიანები დასეირნობენ, ასევე სხვადასხვა ადგილას, შეგვხდება ავტომატები, რომლის მეშვეობითაც დავჯავშნით ველოსიპედს, სკუტერს და სხვა მავალ საშუალებას.

პლაჟი ულამაზესია და კეთილმოწყობილი ხის ბილიკები ჩადის ზღვის სანაპირომდე, რომლის გარშემო მრავალი კაფე-რესტორანი, ბუნგალო და ქოლგისა და შეზლონგის გამქირავებელი ცენტრებია, დუშკაბინისა და ტანსაცმლის შესაცვლელი  სივრცეებით გარშემორტყმული. ბოლოს სანაპიროდან რომ გაიხედავ ქალაქისკენ, შეუძლებელია არ მოჰკრა თვალი შესანიშნავ არქიტექტურულ ნამუშევარს "Courtyard Marriott"-ს, ეს პროექტი, როგორც თავდაპირველად, ისე დასასრულისკენაც მრავალდარგობრივი ექსპერტებისა და კვალიფიციური პირების ჩართვას მოითხოვდა, როდესაც ის ექსპლუატაციაში შევიდა,  საჭირო გახდა, მისი ავეჯით გაწყობა, რომელიც იქნებოდა, ხარისხიანი, დეტალები დაწიბოვნებული ყოველი მხრიდან, განსაკუთრებული უნიკალური მასალებით შექმნილი და მეტად მოხდენილი ინტერიერთან მიმართებით.

ეს მისია კომპანია სკალამ აიღო, რომლის უკანა მხრის შემსრულებელი, ძირითადი სამუშაოების განმხორციელებელს წარმოადგენდა კომპანია ინოვა ჯორჯია, რომელმაც დაახლოებით 4-თვის განმავლობაში იმუშავა, უზარმაზარი დაკვეთის შესასრულებლად, სულ დაახლოებით 300 საცხოვრებელი ბინაში რამდენიმე სახის ოთახის ავეჯით გაწყობა. 

ფერთა გამამ, ზუსტმა გათვლამა და კომფორტმა, გამოიწვია, ის რომ ქ.ბათუმში, უმაღლესი კლასის საცხოვრებელი ბინები დახვდებათ დაინტერესებულ უძრავი ქონების შეძენის მსურველებს და ამ ყველაფრის შექმნაში, უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანია ინოვა ჯორჯიამ, ჩვენ ვამაყობთ პარტნიორი კომპანიებით და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

შეგიძლიათ შემდეგი იყოთ თქვენ, რომლებიც აღფთრთოვანებული დარჩება მაღალი ხარისხის შესრულებული სამუშაოებით დეტალების: (დაჭრა, დახვრეტა დაწიბოვნება, ტრანსპორტირება და ინტერიერის დიზაინის შექმნა). გელით.

იხ. ფოტოგალერია, აღნიშნული პროექტისა: 



  










blog

ავტორის შესახებ

I.G

ავეჯის დეტალების დამამზადებელი კომპანია&ინტერიერის დიზაინი და ყველა სახის ფურნიტურა, იხ. ინოვა ჯორჯიაში.

მსგავსი სიახლეები

blog
04აგვ

"SALICE"-ს ბრენდი საქართველოშია

 სალიჩეს იტალიური ბრენდი, საუკეთესო პოზიციებს იკავებს: ინოვაციის, ხარისხის, მომხარ...

blog
31ივლ

საზაფხულო სიახლეები კომპანია ინოვა ჯორჯიაში

მოგესალმებით, ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია “ინოვა ჯორჯიას”, მმართველი გუნდი ბაზარზე სს "ო...